ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, პროგრამა – “ინტერნეტი განვითარებისთვის” ფარგლებში მეწარმეებისთვის შეხვედრებს გამართავს:
19 მაისს:
ბორჯომში (ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია – 11:00 საათზე);
ახალქალაქში (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია – 11:00 საათზე).
20 მაისს:
ნინოწმინდაში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია – 11:00 საათზე);
ასპინძაში (ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია – 11:00 საათზე).
24 მაისს:
რუსთავში (რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია – 11:00 საათზე).
შეხვედრის დასრულების შემდგომ, მონაწილეები მიიღებენ უფასო ვაუჩერებს, რომლის მეშვეობითაც, უკვე სექტემბრიდან, შეძლებენ გაიარონ ტრენინგები ელექტრონულ კომერციაში, ჩაერთონ ფართოზოლოვან ინტერნეტში, განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებ–გვერდი.
პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს რეგიონებში, ადგილობრივი მეწარმეებისთვის იმართება ცნობიერების ასამაღლებელი უფასო ტრენინგები – ციფრულ წიგნიერებაში და ელექტრონულ ბიზნესში. პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.
ტრენინგები უკვე მე-3 თვეა რაც მიმდინარეობს, რასაც ამ დროისთვის 900-მდე მეწარმე დაესწრო.