სტუდია Jump or Fall-მა მათივე თამაშის  LIBERTY-ის ვირტუალური რეალობისთვის შექმნილი ვერსია – LIBERTY VR შექმნა.

თამაში მზადდება Steam-ზე გამოსაშვებად და ამჟამად იმყოფება Early Access სტადიაში. თავდაპირველად რელიზი იგეგმება Steam-ზე და მალევე ამას მოჰყვება Oculus-ის მაღაზიაც. მანამდე კი ივნისის თვეში წარმოდგენილი იქნებიან Indie-gala- ვირტუალური რეალობის ბანდლში.

თამაშზე უკვე ერთი წელია მიმდინარეობს მუშაობა. შემქნელების ჯგუფი მთლიანად  ქართველებისგან შედგება, თუმცა იურიდიულად კომპანია  ესტონეთშია დაფუძნებულია.
თამაშის შექმნაზე მუშაობენ: მერაბი გიგნაძეთამაშის დიზაინერი, გარემოს არტისტი და დეველოფერი, შალვა ინაშვილიანიმატორი და ვიზუალური ეფექტების არტისტი,
რეზი ქალდანიპერსონაჟების და იარაღების მოდელერი.

ზოგადად თამაშების ინდუსტრიაში საკმაოდ რთულია ახალი სიტყვის თქმა, მითუმეტეს ისეთი პატარა ჯგუფისგან როგორიც ჩვენ ვართ, ვფიქრობთ რომ ახალმა ტრენდმა რომელიც გამოიწვია ვირტუალური რეალობის შემოსვლამ, გააჩინა კიდევ ერთი შანსი პატარა დეველოპერებისთვის. შესაბამისად, ბაზრის ამ მდგომარეობაში რაშიც ის დღეს არის, საკმაოდ დიდი შანსი გვაქვს ბევრი მოთამაშესთვის მოსაწონი პროდუქტი წარმოვადგინოთ.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას თამაშის დიზაინერმა მერაბ გიგნაძემ.

LIBERTY ის თემატიკა ეძვღენბა ამერიკის რევოლუციის პოსტაპოკალიპუტურ ალტერნატივას, სადაც ბრიტანელი ჯარის მაგივრად, მოთამაშეს ზომბებთან და დემონებთან გამკლავება მოუწევს. ძირითად ფოკუსში მოქცეულია, მეთვრამეტე საუკუნის საბრძოლო იარაღები და იმდროინდელი ატმოსფერო.

Jump or Fall- საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ძირითადად Indie დეველოფმენთში.
მაგალთისთვის მათი ერთერთი ბოლო ნამუშევრებია:
washington vs zombies (OUYA, IOS, Windows Phone)
Don’t touch my planet (IOS)
Coffin Rush (IOS)

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here