Audio Guide Georgia-ს სხვა ენებზე ინფორმაცია და რამდენიმე განსხვავებული სახის ტურები დაემატება.
აპლიკაცია ამჟამად მოიცავს 15-ზე მეტ ტურსა და 300-ზე მეტ ღირშესანიშნაობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო ტურების მოსმენა შესაძლებელია 3 ენაზე.
„დავაკვირდებით როგორ იმუშავებს და როგორი იქნება მოთხოვნა, აქედან გამომდინარე ვაპირებთ სამომავლო მოქმედებებს. შესაძლებელია დაემატოს სხვა ენებზეც ინფორმაცია, ასევე შესაძლებელია დაემატოს კიდევ რამდენიმე განსხვავებული სახის ტურები. მაღალტექნოლოგიურ სტარტაპს სჭირდება დრო, ვფიქრობ რამდენიმე წელიწადში ჩვენს აპლიკაციას უფრო და უფრო მეტი მომხარებელი გაუჩნდება.” – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Audio guide Georgia-ის დირექტორმა ნიკოლოზ გეწაძემ.
www.audioguidegeorgia.com – არის ახალი და ინოვაციური მობილურის აპლიკაცია, რომლის გამოყენებითაც უცხოელ ვიზიტორებს შეუძლიათ შეიცნონ საქართველო. აპლიკაციის ჩამოწერა არის უფასო, ხოლო ტურების შესახებ ინფორმაცია ფასიანია. ტურების გამოყენება შესაძლებელია, როგორც ადგილზე ისე გადაადგილების დროს მობილურის gps სიგნალის გამოყენებით. ახლა უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს App store-ზე ან Google Play Store-ზე, მოძებნოს Audio Guide Georgia და ჩამოწეროს აპლიკაცია.