gymstinct ქართული სტარტაპია, რომელიც ფიტნეს ვარჯიშით დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება. ამჟამად სტარტაპმა ახალი ფუნქციის დამატება გადაწყვიტა, კერძოდ კომპანია კუნთებისა და ცხიმის მასის ავტომატური საზომი ხელსაწყოს დამატებას გეგმავს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი საკუთარი ანგარიშიდან მასის ზრდისა თუ ცხიმის კლების პროცესს გააკონტროლებს.

ასევე, იგეგმება სხვა ფიტნეს მოწყობილობების (სმარტ საათები, სმარტფონები და ველოკომპიუტერები) სისტემაში ინტეგრირება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ყველანაირი ფიტნეს ინფორმაცია ერთ ანგარიშზე ჰქონდეს თავმოყრილი.

ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა წელიწადნახევარია მიმდინარეობს და ამ ეტაპზე შემუშავებულია 20 ტრენაჟორის საწარმოო ნახაზები, ასევე აგებულია 4 პროტოტიპი.

„ჩვენი ვქმნით გადაწყვეტილებას ფიტნეს ცენტრებისთვის, სადაც ყველა ტიპის სავარჯიშო მოწყობილობა დაკავშირებული იქნება მომხმარებლის პერსონალურ ანგარიშთან. შესაბამისად მომხმარებლისათვის ვარჯიში იქნება უფრო საინტერესო, რადგანაც ის გააკონტროლებს საკუთარ პროგრესს და აღარ დასჭირდება ქაღალდზე ხელით ინფორმაციის შენახვა.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას gymstinct-ის დამფუძნებელმა შოთა კვარაცხელიამ.

gymstinct ქმნის კომერციული დანიშნულების სავარჯიშო მოწყობილობებს, რომლებიც ვარჯიშის დროს ზომავენ ყველა საჭირო პარამეტრს (აზიდვების რაოდენობა, წონა, კალორია და ა.შ.) და ამ ინფორმაციას ციფრულ ფორმატში აგზავნიან მომხმარებლის პირად ანგარიშზე.

წინა სტატიაOrient Logic გლობალურ ასპარეზზე გადის
შემდეგი სტატიაევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი