ინტერნეტიევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზეIrakli Kashibadze31 მაისი 2018 · 1 წთ საკითხავიაა3 ივნისს, 09:00 საათზე, ტექნოპარკი EuroDIG 2018 –ის ფარგლებში YothDIG 2018-ს უმასპინძლებს. YouthDIG –ზე მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა დელეგატები ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან. დამსწრე საზოგადოება განიხილავს და გამართავს დისკუსიებს ინტერნეტ მმართველობის ძირითად საკითხებზე, ფორუმზე მონაწილეობას მიიღებენ ქართული სტარტაპებიც: Influence Georgia, WIFISHER, Phage Nutraceuticals, QuickCash. EuroDIG 2018 (ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე) 5-6 ივნისს, Rooms hotel Tbilisi-ში გაიმართება. ფორუმის ერთ–ერთი მხარდამჭერი და ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამ დროისთვის ფორუმზე 800-მდე ადამიანია დარეგისტრირებული. EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტ საზოგადოებისათვის. ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის ინტერნეტფორუმის თბილისში ჩატარება საქართველოში ინტერნეტმმართველობის სწორმა მიმართულებამ განაპირობა. დარეგისტრირდით ბმულზე: https://www.eurodig.org/index.php?id=756 ააწაიკითხეთ შემდეგBloomberg: Oracle შეიმუშავებს და უზრუნველყოფს TikTok-ის რეკომენდაციების ალგორითმის ახალი ამერიკული ვერსიის უსაფრთხოებას22 სექტემბერი 2025Telegram-ის განახლება: ფასიანი შეტყობინებები, ინფორმაცია თანამოსაუბრეების შესახებ და ტრანსლირება Chromecast-ის მეშვეობით8 მარტი 2025YouTube-ში pop-up რეკლამა აღარ იქნება7 მარტი 2023გაზიარებაკომენტარები კომენტარის დაწერაჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!