3 ივნისს, 09:00 საათზე, ტექნოპარკი  EuroDIG 2018 –ის ფარგლებში YothDIG 2018- უმასპინძლებს.

YouthDIG –ზე მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა დელეგატები ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან. დამსწრე საზოგადოება განიხილავს და გამართავს დისკუსიებს ინტერნეტ მმართველობის ძირითად საკითხებზე, ფორუმზე მონაწილეობას მიიღებენ ქართული სტარტაპებიც:
Influence Georgia,
WIFISHER,
Phage Nutraceuticals,
QuickCash.

EuroDIG 2018 (ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე) 5-6 ივნისს, Rooms hotel Tbilisi-ში გაიმართება.

ფორუმის ერთერთი მხარდამჭერი და ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამ დროისთვის ფორუმზე 800-მდე ადამიანია დარეგისტრირებული.

EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტ საზოგადოებისათვის. ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის ინტერნეტფორუმის თბილისში ჩატარება საქართველოში ინტერნეტმმართველობის სწორმა მიმართულებამ განაპირობა.

დარეგისტრირდით ბმულზე: https://www.eurodig.org/index.php?id=756

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here