მასტერკლასების მეშვეობით „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს პროექტის ბენეფიციალებმა თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა უკეთესად წარმართონ.
ასევე, პროეტის ფარგლებში წარმოდგენილი სპიკერები საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს. ასე ვთქვათ, მოხდეს მათი პოპულარიზაცია საზოგადოებაში“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მამუკელაშვილმა.
„აწარმოე საქართველოში“ სააგენტომ დაიწყო ახალი პროექტი, მასტერკლასების სერია – „განავითარე შენი ბიზნესი“, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ტარდება მაგ: ბრენდინგი, PR, მარკეტინგი, დროის მართვა, HR და ა.შ. მასტერკლასებს ატარებენ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპიკერები. პროექტი გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და 2 კვირაში ერთხელ ჩატარდება.