ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსაწარმოე საქართველოშიორგანიზებით, 1 ივნისს, ტექნოპარკში გაიმართა მასტერკლასი თემაზე: კიბერუსაფრთხოება“.

მასტერკლასს გაუძღვნენ ტექნოლოგიების (IT) სექტორში მოღვაწე 3 ცნობილი ტრენერი:

  • ანდრო გოცირიძე – „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები SME სექტორისათვის“;
  • ანი ნიზაძე – „GDPR და კერძო სექტორი“;
  • ვლადიმერ სვანაძე– „ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებიბი ბიზნესისთვის“.

„აღნიშნულ პროექტს ორი მნიშნელობა აქვს:

  1. მასტერკლასების მეშვეობით „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს პროექტის ბენეფიციალებმა თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა უკეთესად წარმართონ.
  2. ასევე, პროეტის ფარგლებში წარმოდგენილი სპიკერები საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს. ასე ვთქვათ, მოხდეს მათი პოპულარიზაცია საზოგადოებაში“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მამუკელაშვილმა.

აწარმოე საქართველოში“ სააგენტომ დაიწყო ახალი პროექტი, მასტერკლასების სერია – „განავითარე შენი ბიზნესი“, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ტარდება მაგ: ბრენდინგი, PR, მარკეტინგი, დროის მართვა, HR და ა.შ. მასტერკლასებს ატარებენ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპიკერები. პროექტი გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და 2 კვირაში ერთხელ ჩატარდება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here