1989 წლიდან დღემდე საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 1,7 მილიონით შემცირდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, მოსახლეობის კლების ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძლდება, ხოლო 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 2,98 მილიონი გახდება.

მოსახლეობის კლების პრობლემა რეალურია, თუმცა მას თითქმის არანაირი ყურადღება ექცევა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ხშირად ხდება გარკვეული მარგინალური ჯგუფების სპეკულირების საგანი, რომლებიც ქსენოფობიური და რასისტული განცხადებებით სრულიად მიუღებელ მესიჯებს გზავნიან საზოგადოებაში.” – განაცხადა Navigator-თან საუბრისას multiply.ge დამფუძნებელმა გიორგი შაქარაშვილმა.

multiply.ge პლატფორმაა, რომელიც ორ და მეტშვილიან ოჯახებს ქართულ  კომპანიებთან და სტარტაპებთან აკავშირებს, რომლებიც ოჯახში შვილების რაოდენობის მიხედვით მათ შესაბამის ფასდაკლებებს სთავაზობენ.

სამომავლოდ multiply.ge გასცდება თბილისის ფარგლებს და იმ კომპანიებსაც გააქტიურებეს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ოპერირებენ.

“Multiply.ge ჩვენი პირადი ინვესტიციით შეიქმნა და ამ ეტაპზეც ჩვენივე რესურსით განვაგრძობთ ფუნქციონირებას, თუმცა უკვე არაერთი მეგობარი ორგანიზაცია შევიძინეთ, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს წამოწყებას და გვეხმარებიან. დარწმუნებული ვარ პლატფორმა კიდევ უფრო მეტ მეგობარს შეიძენს, გასცდება თბილისის ფარგლებს და ის კომპანიებიც გააქტიურდებიან, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ოპერირებენ.”  – აღნიშნა გიორგი შაქარაშვილმა.

პლატფორმით სარგებლობა უფასოა, ფასდაკლებების მისაღებად საჭიროა მხოლოდ ოჯახის ერთერთი სრულწლოვანი წევრის დარეგისტრირება multiply.geზე. ამ დროისთვის ვებგვერდზე 32 კომპანიაა დარეგისტრირებული და მათი ფასდაკლებებით 150 ოჯახი სარგებლობს.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here