მომავლისთვის Postredaudio ნიუ-იორკსა და ბერლინში ფილიალების გახსნას გეგმავს, როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ბესო კაჭარავამ აღნიშნა, მათი მთავარი მიზანი ევროპისა და ამერიკის ბაზარზე შესვლაა.

გარდა ამისა კომპანია ბევრი ახალი ინოვაციური სერვისის შეთავაზებასაც აპირებს.

„ვგეგმავთ სერვისების არეალის გაფართოებას. ვაპირებთ, რომ დავიმატოთ მონტაჟის, ფერის კორექციის და სუბტიტრების სერვისები. ასევე, ვმუშაობთ ინოვაციურ პლატფორმაზე, რითაც უცხოური პროდაქშენ ჰაუსებისთვის, ვიდეოთამაშების კომპანიებისთვისა  და კომპოზიტორებისთვის მარტივი გახდება დისტანციურად სერვისების მიღება. ვგეგმავთ დავნერგოთ პლატფორმა, რომლითაც ქართველი ტალანტები ჩვენი დახმარებით შეძლებენ დიდ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას ბესო კაჭარავამ.

Postredaudio რამდენიმე წელია უკვე არსებობს და მოღვაწეობს ფილმის, რეკლამებისა და ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, როგორც ხმის დიზაინის და მუსიკის კომპანია. კომპანიამ არსებობის მანძილზე 200-ზე მეტ პროექტზე იმუშავა და სახელი გაითქვა, როგორც ლოკალურ ასევე საერთაშორისო ბაზარზეც. პროექტები, რომლებზეც Postredaudio მუშაობს დიდ ფესტივალებზე პოულობს აღიარებას, მაგ: “Berlinale”, “Sundance”, “Annecy”, “Tribca”.

წინა სტატიაEuroDIG-2018 – ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე
შემდეგი სტატიაEuroDIG 2018-ის მეორე დღის შეჯამება და მომავალი გეგმები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი