Integral web studio-ს ახალი პროექტი – ToDo.ge –  ონლაინ სერვისია, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ ნებისმიერი სახის საყოფაცხოვრებო ან ბიზნეს ამოცანა. ამ სერვისის დახმარებით თქვენ ადვილად შეგიძლიათ იპოვოთ საიმედო პირი, რომელიც შეასრულებს თქვენ მიერ დასმულ ამოცანას.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ბაზარზე ToDo.ge-ს ანალოგი არ არსებობს და სრულიად უკონკურენტოა. საწყის ეტაპზე, ჩვენი ძირითადი მიზანია To Do -სერვისის შესახებ გაიგოს მთელმა საქართველომ და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს ჩვენი სერვისით სარგებლობა. მომავალში კი ვფიქრობთ, გავიტანოთ ეს სერვისი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებშიც.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას ToDo.ge-ის დირექტორმა ტიგრან ვოსკანიანმა.

ToDo.ge-ზე მომხმარებელს შეუძლია ნებისმირიერი სირთულის დავალების დამატება, იქნება ეს მაღაზიაში პურის ყიდვა, თუ სახლის აშენება. ამოცანის დამატების შემდეგ დაგიკავშირდებიან პირები, რომლებიც მზად არიან დაგეხმარონ.  

ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ შეიძლება ვანდო სახლის აშენება ან სხვა მნიშვნელოვანი დავალების შესრულება სრულიად უცხო ადამიანს? – რეიტინგი, კომენტარები და სხვა პარამეტრები დაგეხმარებათ  აირჩიოთ შემსრულებელი.   

ასე, რომ თუ აქამდე  გიწევდათ თვენთვის არც თუ ისე სასიამოვნო საქმეში დროის დაკარგვა ახლა ეს დრო შეგიძლიათ უფრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

რაც მთავარია, ToDo.ge არის სრულიად უფასო სერვისი, როგორც დამკვეთისთვის, ასევე შემსრულებლისთვის.

ამ ეტაპზე საიტი სატესტო რეჟიმში მუშაობს.

 

წინა სტატიაინტერნეტის საფუძვლები და მონაცემთა ბაზის ანალიტიკა
შემდეგი სტატიათამაშების გამოფენა Indigo 2018-ზე 2 ქართული თამაში მიიღებს მონაწილეობას

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი