გაქვს იდეა?
გსურს შენი იდეა იქცეს რეალურ პროდუქტად?
გსურს გაეცნო იდეის განვითარების თანამედროვე მეთოდებს, შეხვდე მენტორებს, დონორებს და შესაძლო ინვესტორებს?
16-17 ივნისს პლატფორმა ENTER უკვე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით იწყებს ახალ პროექტს აზროვნების დიზაინის კრეათონი“, რომლის მონაწილეებსაც შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ არსებულ ან ახალ იდეებზე, ჩამოაყალიბონ გუნდები და გახდნენ პროექტის მონაწილეები.

პროექტის შემდგომ ეტაპზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ 5 კვირიან სატრენინგო პროგრამაში, გაიარონ კონსულტაცია მენტორებთან, შექმნან პროტოტიპები საკუთარი იდეის გარშემო და წარუდგინონ პროტოტიპები ფართო საზოგადოებას.

აზროვნების დიზაინი კრეატიული იდეების გენერირების თანამედროვე ტრენდული მეთოდოლოგიაა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ განავითაროთ იდეები და აქციოთ ისინი რეალურ პტოტოტიპებად, დატესტოთ და მოემზადოთ თქვენი ბიზნესის დაწყებისთვის

პროექტის პარტნიორები არიან :
სულხანსაბა ორბელიანის უნივერსიტეტი • Sabauni
პროექტ 2 • Project 2
CDC-Creative Development Center
Impact Hub Tbilisi

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here