შემოქმედებითი საქართველო/Creative Georgia ახალ პროექტზე – “შემოქმედებითი ინდუსტრიების ვებ-პლატფორმაზე” მუშაობს.

5 კომპონენტიანი ვებ-პლატორმა მიზნად ისახავს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრაში ციფრული სამყაროს შესაძლებლობების გამოყენებას და მომხმარებლებისთვის საგანმანათლებლო, გადამზადებისა და კომუნიკაციის მექანიზმების შეთავაზებას. 

  1. პირველი კომპონენტი ეს არის, ვებ-საინკუბაციო პროგრამა, რომელიც მოიცავს ონლაინ ტრენინგებს საკითხზე – თუ, როგორ უნდა შევქმნათ და წარვმართოთ ბიზნესი. ეს პროგრამა ასევე მოიცავს კონკრეტული მენტორების დახმარებასაც.
  2. ხოლო მეორე კომპონენტი მოიცავს, შემოქმედებითი ინდუსრტიის წარმომადგენლებისთვის ერთგვარი სოციალური ქსელის შექმნას, სადაც სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს მარტივად იპოვიან, დაუკავშირდებიან, გამოცდილებას გაუზიარებენ და ა.შ.

როგორც შემოქმედებითი საქართველოს წარმომადგენელმა ელენე თოიძემ Navigator-თან საუბრისას აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროეტში არის ის, რომ ეს ვებ-პლატორმა ორენოვანი იქნება (ქართული, ინგლისური), რაც ქართველ ინდივიდებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარება. თუ კი მანამდე საერთაშორისო პარტნიორები ვერ პოულობდნენ ადგილობრივ პარტნიორებს, ამ პროექტის დახმარებით ეს პრობლემა უკვე აღარ იარსებებს.

აღნიშნული 2 კომპონენტი წლის ბოლომდე გაეშვება, ხოლო დანარჩენი 3 მომავალში ეტაპობრივად დაემატება.

შემოქმედებითი საქართველო წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ), რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ინოვაციური იდეების, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს კომერციალიზაციისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here