გაინტერესებთ, როგორ დასაქმდეთ სამუშაო გამოცდილების გარეშე? – MyQ.ge – პასუხი თქვენს კითხვაზე.

MYQ.ge – არის დასაქმების ინოვაციური პლატფორმა, რომელიც შექმნილია, როგორც თანამედროვე HR-ების საქმის გამარტივებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ეძებს თავისი ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამის სამსახურს.

“ჩვენ შევქმენით სპეციალური თამაშები და ტესტები, რათა გავარკვიოთ აპლიკანტების რეალური შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები. მას შემდეგ, რაც კანდიდატები გაივლიან ტესტირებას, ჩვენ ვახდენთ, მათი შესაძლებლობების ციფრებში კოდირებას და HR-ებს ვაძლევთ საშუალებას ძალიან მარტივად გაფილტრონ და მოიძიონ სასურველი კადრები.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას MyQ.ge-ის დამფუძნებელმა ლადო ქარჩავამ.

პლატფორმის ამუშავებიდან ჯერ მხოლოდ ერთი თვეა გასული, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ბაზაში HR-ებმა დაახლოებით 100 მდე აპლიკანტის მონაცემები დაათვალიერეს და 10-მდე კადრი დაასაქმეს. საიტზე 2000-მდე აპლიკანტი და 15 კომპანიაა დარეგისტრირებული.

„ჩვენ შევძელით და შევაბრუნეთ არსებული დასაქმების სისტემა. ანუ MyQ.ge-ზე კადრები კი არ ეძებენ ვაკანსიებს, არამედ HR- ები და რეკრუტერები ეძებენ ვაკანსიებისთვის შესაბამის საუკეთესო კანდიდატებს.“- აღნიშნა ქარჩავამ.

პლატფორმის სამომავლო გეგმებში შედის:

  • პროდუქტის უფრო მეტად დახვეწა;
  • დამატებითი ფუნქციების ჩართვა HR-ებისა და აპლიკანტებისთვის;
  • კანდიდატების ძიების კიდევ უფრო გამარტივება;
  • ტესტების დიდი რაოდენობით დამატება;
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.

როგორც ისინი ამბობენ, თუ ყველაფერი წარმატებულად წარიმართება, საზღვრებს გარეთ გასვლასაც გეგმავენ. ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინ არის!

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here