17 ივნისს, ტექნოპარკში საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე არაფორმალურ გარემოში ქართულ სტარტაპებს შეხვდა.

„მომავალ კვირას პარლამენტში ახალი ხედვით უნდა წარვდგე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან პრინციპებზეა დამყარებული. ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი, რომელიც გვექნება ჩვენს ეკონომიკურ პროგრამაში ეს არის სწორედ ინოვაცია, განათლება და ახალგაზრდული ეკონომიკა. სწორედ ეს არის ის, რისიც მე ყველაზე მეტად მწამს. პროგრამას როცა წარვადგენ იქ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მე ვფიქრობ, დაგვეხმარება, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით სისტემა მთლიანად შევცვალოთ და გადავაქციოთ საქართველო რეგიონალურ ლიდერად ინოვაციურ ეკონომიკაში.“ – მამუკა ბახტაძე.

შეხვედრა კითხვაპასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც სტარტაპერებმა დასვეს კითხვები პროექტთან დაკავშირებით, იმსჯელეს და განიხილეს ახალი ინიციატივები, რაც ამ კუთხით განვითარებას შეუწყობს ხელს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here