Smartbot არის სოციალური ქსელების facebook, YouTube, instagram და twitter მონიტორინგის ინოვაციური პროგრამა, რომელიც შექმნილია მარკეტერებისთვის, მედია მენეჯერებისთვის, ბიზნეს კომპანიებისთვის, ორგანიზაციებისთვის, საკუთარი ან კონკურენტების წარმატების გასაზომად.

“ჩვენი სტარტაპი ინოვაციაა საქართველოსთვის,  მსგავსი პროექტების შექმნა ბევრჯერ სცადეს, თუმცა სწორად დაგეგმვა და პროგრამის ამუშავება მხოლოდ ჩვენ მოვახერხეთ. 8 თვე დაუღალავი შრომის შედეგიც გვაქვს:

  • გამართული ავტომატიზირებული გადახდის სისტემა
  • დამატებითი სხვადასხვა ხელსაწყო, რომელიც სამუშაო დროს საგრძნობლად ამცირებს
  • მისაღები ფასები, რადგან საშუალო და მცირე ბიზნესი, სტარტაპერები არ დარჩნენ პროექტის მიღმა და გამოიყენონ მათი საქმის განვითარებისთვის
  • ინფორმაცია, რომელიც გენერირდება არის ოფიციალურად მოწოდებული სოციალური ქსელების მიერ ავტომატურად, ჩვენ ვამუშავებთ და მარტივ მისაღებ ფორმას ვაძლევთ.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას პროექტის ავტორმა ლევან გელიაშვილმა.

პროგრამა და სერვისები:

  • აანალიზებს თქვენს აქტივობებს სოციალურ მედიაში (განცხადებები, რეკლამა, ვიდე/ფოტო გაზიარება და სხვა); facebook, YouTube, instagram და twitter
  • აფასებს მომხმარებელთა განწყობას და დამოკიდებულებას აქტივობების მიმართ
  • გთავაზობთ კონკურენტების შეფასებას
  • გაძლევთ წარმატებული მარკეტინგის გეგმის შემუშავების შესაძლებლობას

მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული Google Advanced Search-ის სისტემის მეშვეობით შეგიძლიათ კონკრეტული საინფორმაციო ვებ გვერდების (დომენების ფილტრი), სიახლეების და თქვენ შესახებ ნახსენები ინფორმაციის მონიტორინგი. ასევე, Google ფაილის ძებნა დაგეხმარებათ სასურველი დოკუმენტების, პრეზენტაციების, წიგნების მოძიებაში pdf, ppt, .xlsx .docx ფორმატში.

პროექტის ავტორის თქმით, კომპანია სამომავლოდ ორი ენის (ინგლისური, რუსული) დამატებასა და ინოვაციური მთვლელების შექმნას გეგმავს.

„ბევრ სიახლეს გამოვიტანთ მალე. ასევე კონსულტაცია გვაქვს სხვადასხვა მარკეტერებთან, მედია მენეჯერებთან და ა.შ. ასე, რომ წინ ძალიან ბევრი სიახლე გელოდებათ.“ – აღნიშნა ლევან გელიაშვილმა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here