საქართველოს ბაზარზე დრონები ორი ძირითადი მიმართულებით გამოიყენება. პირველი -კომერციული ფოტო/ვიდეო გადაღება, რაშიც შედის საიმიჯო, საივენთო, სარეკლამო, კინემატოგრაფიული საჰაერო გადაღება, ხოლო მეორე – სამოყვარულო დონეზე გამოყენება.

თუმცა, Airhub-მა თავისი არსებობით დანერგა რადიკალურად განსხვავებული, ახალი დარგი, რომელიც მიზანმიმართულია კორპორატიულ მომსახურებაზე ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, სამშენებლო და ნავთობ/გაზ ინდუსტრიებში მოღვაწე კომპანიებისთვის.

ჩვენ შევქმენით საკუთარი მეთოდოლოგია იმ სამუშაოების შესასრულებლად რაც აქამდე მექანიკურად და ადამიანური ფაქტორზე დაყრდნობით სრულდებოდა. შესაბამისად დღესდღეობით Airhub არის ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური სტარტაპი საქართველოს ინდუსტრიულ ბაზარზე ამ სამუშაოების მიმართულებით.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას კომპანიის დირექტორმა დავით დუდაშვილმა.

Airhubარის ინდუსტრიული მონაცემების აგრეგირების და ცენტრალიზაციის კომპანია, რომელიც აწვდის დამკვეთი კომპანიის მმართველ და საპროექტო მენეჯმენტის გუნდს მაღალპროფილურ მონაცემებს მათი ინფრასტრუქტურის და პროექტების დროებით ინსპექტირების შედეგად, ყველაფერი ერთი კომპანიის მიერ, ყველაფერი ერთ სივრცეში. მარტივად რომ ვთქვათ მოქნილი აუთსორსი, რომელიც ინდუსტრიული დრონებისა და დარგობრივი პროგრამული უზრუნველყოფების ტანდემში ოპერირებით, ავტომატიზირებულს ხდის გარკვეულ პროცესებს, რითიც ამცირებს დამკვეთი კომპანიისთვის ხარჯებს, ზრდის სიზუსტესა და ზოგავს დროს.

ამ ეტაპზე კომპანია 2 მიმართულებით მუშაობს:

  1. საჰაერო ინსპექტირება, რომელიც ორი სახისაა, პირველი ვიზუალური ინსპექტირება ხოლო მეორე მოდელირებული, ვირტუალური ინსპექტირება. აღნიშნული სერვისების პოზიციონირება ძირითადათ არის ტელეკომუნიკაციების, ენერგეტიკის და ნავთობ გაზ სეგმენტში არსებული ინფრასტრუქტურისთვის.
  2. დიჯიტალ გეოდეზია, რაც მოიცავს სხვადასხვა სახის სამუშაოს, საპროექტო დაგეგმარებისთვის საჭირო მეპირებას, აზომვით მოდელირებას, როგორც ტერიტორიის, ასევე საფასადე და უამრავი სხვა სახის ოპერაცია, რომლის მისადაგებაც ხდება დამკვეთი კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ეს მიმართულება ერგება ყოველ დარგს, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად გამოიყენება სამშენებლო სექტორში.

რაც შეეხება ახალ სერვისებს, ამის შესახებ საზოგადოება ახლო მომავალში შეიტყობს, ვინაიდან რამდენიმე ახალი მიმართულებაა შემუშავებული სწორედ ენერგეტიკისა და ნავთობ/გაზ სექტორებისთვის. ვიმედოვნებ, რომ აქაც პირველები ვიქნებით.“ – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

კომპანია სამომავლოდ საზღვარგარეთ გაფართოებას, კონსულტაციების გავლას, სერვისების სპექტრის გაზრდასა და სხვა ინდუსტრიების ათვისებას გეგმავს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მათ დიდი სურვილი აქვთ, რომ კომპანიის მომსახურებამ კერძო სექტორიდან სახელმწიფო სტრუქტურებშიც გადაინაცვლოს, რაზეც ისინი აქტიურად მუშაობენ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here