პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დროებითი მთავრობის 3 კვირიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც მან განაცხადა, რომ ყველა გადასახადი დღგ გარდა იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით განვითარებული.

ჩვენ უნდა ავიღოთ ორიენტირი იმ ქვეყნებზე, რომლებმაც შეძლეს და მოახდინეს ციფრული რევოლუცია. ჩვენ დავიწყებთ საგადასახადო ადმინისტრირებას ახალი ტექნოლოგიებით. ყველა გადასახადი დღგ გარდა იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით განვითარებული და შესაბამისად, ამოცანა მიეცემა ფინანსთა სამინისტროს, რომ მომავალი წლის განმავლობაში ამ საპილოტო პროექტის პრეზენტაცია გამართოს“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საგადასახადო ადმინისტრირების ნაწილში ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ქვეყანას პროგრესი აქვს, თუმცა ამ კუთხით ჩამორჩება იმ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკა ციფრული ტექნოლოგიებით ეფექტურად იმართება.

წინა სტატიაSchoolbook-ის სიახლეები ახალი სასწავლო წლისთვის
შემდეგი სტატიამასშტაბური ბლოქჩეინ კონფერენცია თბილისში ჩატარდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი