20-21 ივნისს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – ,,საქპატენტმა“, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (ისმო) თანამშრომლობით, საერთაშორისო კონფერენცია – ,,ინტელექტუალური საკუთრება და განათლებაჩაატარა.

კონფერენციაზე განხილული იყო ინტელექტუალური საკუთრებისა და მისი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლების მნიშვნელობა, ასევე, ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების სწავლების ძირითადი მეთოდოლოგიები, როგორც დაწყებით, ისე მომდევნო საგანმანათლებლო ეტაპებზე.

აღსანიშნავია, რომ მოწვეული ექსპერტებმა სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებში განხორცილებული წარმატებული მაგალითები განიხილეს.

გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისმო არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, დისტანციური სწავლების კურსების, პროფესიული განვითარების პროგრამების, სამაგისტრო პროგრამებისა და საზაფხულო სკოლის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყების, უნივერსიტეტისა და კვლევითი დაწესებულების წარმომადგენლები. ასევე, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო), საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყებების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ახლო მომავალში საქართველოში მასწავლებლებისთვის „ინტელექტუალური საკუთრებისა და განათლების“ მიმართულებით 6 კვირიანი კურსი ჩატარდება. კურსის პირველი ეტაპი იქნება – ონლაინ ტრენინგები, მეორე ეტაპზე კი – გამოცდები, რისი ჩაბარების შემთხვევაშიც მასწავლებლები გახდებიან  სერტიფიცირებული ტრენერები და შეეძლებათ მოსწავლეებისთვის აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here