წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch ratings–მა სილქნეტის რეიტინგი, ჯეოსელის შესყიდვის შემდეგ, B+ დონეზე დადასტურდა, პროგნოზით „სტაბილური“.
სარეიტინგო კომპანია ბაზარზე სილქნეტის კონკურენციის გაძლიერებასაც პროგნოზირებს და მიიჩნევს, რომ ჯეოსელის შეერთებით და მომსახურებების გაფართოებით, კომპანია შეძლებს კონკურენცია გაუწიოს მაგთიკომს.
„ჩვენ ველით, რომ სილქნეტი ოთხივე მომსახურების შეთავაზებით, შეინარჩუნებს და ეტაპობრივად გააუმჯობესებს თავის კონკურენტუნარიან პოზიციას ბაზარზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2015-2017 წლებშიმან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო ინტერნეტის მიმართულებით და მოსალოდნელია დამატებითი ინვესტირება 2018-2019 წლებში“ ნათქვამია Fitch ratings-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ფართოზოლოვანი მომსახურებით, გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით, სილქნეტის წილი 2016 წლის 40%-დან, 2018 წლის პირველ კვარტალში 37%-მდე შემცირდა. ხოლო, სატელევიზიო Pay TV-ის ნაწილში კი 39%-დან 38%-მდე შემცირდა. ამასთან, სილქნეტი ბაზრის 35%-ს ფლობს ფიქსირებული, ფართოზოლოვანი მომსახურებითა და ფასიანი სატელევიზიო მომსახურებით მიღებული შემოსავლების მიხედვით.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეიტინგი (B +) კომპანიას 2016-2017 წლებშიც მიენიჭა.