ლილო მოლის ახალმა ინტერნეტმაღაზიამ liloshop.ge ფუნქციონირება დაიწყო. ონლაინ გაყიდვების საიტზე, ლილო მოლში მდებარე სავაჭრო ობიექტების პროდუქციაა ატვირთული, მისი შეძენა კი მომხმარებელს იგივე ფასად შეუძლიათ.

საწყის ეტაპზე საიტზე საყოფაცხოვრებო ნივთების, ჭურჭლის, ტექსტილის, სპორტული ინვენტარის, აქსესუარებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი ნივთების შეძენაა შესაძლებელი, თუმცა უახლოეს მომავალში საიტს საკვები პროდუქციის გარდა, ყველა სხვა კატეგორია დაემატება.

ასევე დაემატება ქალების სტარტაპის სექცია, რომელშიც დამწყები ინდუვიდუალური მეწარმეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებიც გაიყიდება.

რაც შეეხება მიწოდების ვადებსა და ტარიფებს, დღის 1 სთმდე შეძენილი პროდუქციის მიწოდება მოხდება მეორე დღეს, დღის მეორე ნახევარში შეძენილი ნივთების მიტანა კი მესამე დღეს მოხერხდება. 50 ლარის ზემოთ შეკვეთების მიწოდება თბილისის მასშტაბით იქნება უფასო, სხვა შემთხვევაში ფასი ინტეგრირებული იქნება ნივთის ღირებულებაზე.

აღსანიშნავია, რომ იქნება დაგროვებითი ქულები და საჩუქრებიც.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here