7 ივლისს, 10:00-18:00 სთ-ზე, ტექნოპარკში საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია – (სცეა)-(DEAG) გამართავს კონფერენციას თემაზე – „ციფრული ეკონომიკა, ინოვაციური ტექნოლოგია და სამართლებრივი რეგლამენტაცია“.

კონფერენციის მიზანი ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ქართულ რეალობაში დანერგვის, მისი სიკეთეების გამოყენებისა და მოსალოდნელი შედეგის მნიშვნელობის განსაზღვრაა, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ზოგადად, მმართველობითი სისტემის გამართულად ფუნქციონირების გარანტი გახდება

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები: გონიერი კონტრაქტების გამოყენების სამართლებრივი ასპექტები, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების როლი ახალი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებაში, ბლოკჩეინის და კრიპტოვალუტების მსოფლიოში მოქმედი რეგულაციები საგადასახადო კუთხით (შედარებითი ანალიზი), საქართველოს კიბერუსაფრთხოება, რას შეიძლება დაემუქროს კიბერ ომი?, ბიტკოინის დიზაინის პრინციპები და ინფრასტრუქტურის ამობრუნება და ა.შ.

სპიკერები იქნებიან: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, გიორგი შერვანიძე, დავით ჭუმბურიძე, ანდრო გოცირიძე, ზურაბ კერძევაძე, შოთა გულბანი, ლადი სვანიძე, გიორგი ცუცქირიძე, გიზო კობახიძე, მამუკა ტუსკაძე, ირაკლი კვარაცხელია, იოსებ კოკოზაშვილი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here