ბოსტონში, შტატ მასაჩუსეტში ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ ამერიკულ ჟურნალ Vice-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Android-ი აყურადებს მომხმარებლებს, რათა მოახდინოს რეკლამის სორტირება. ექსპერიმენტის მსვლელობისას ნამდვილად აღმოაჩინეს მიყურადების კვალი, თუმცა სრულიად სხვა ხასიათის.

ყველაფერი დაიწყო ჟურნალ Vice-ის სტატიიდან. სტატია ეძღვნებოდა ადამიანს, რომელიც ამოწმებდა საკუთარი სმარტფონი შპიონობდა თუ არა მასზე. ხუთი დღის მანძილზე ის დღეში ორჯერ ლაპარაკობდა გირაოზე და უნივერსიტეტში სწავლაზე. შედეგად მან დაიწყო რეკლამის ორივე თემის შესახებ მიღება. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ასეთი მონაცემებით მცირე შანსია რომ შემთხვევითობა ყოფილიყო.

თვალყურის დევნებისათვის, ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის მკვლევარები აღიჭურვნენ ათასობით Android-სმარტფონით. ისინი ახდენდნენ მომსმარებლის იმიტირებულ ქცევას. შემდეგ მათ შეისწავლეს მატერიალები, რომელიც გაგზავნილი იყო Google Play-ის 17 260 აპლიკაციისათვის.

ანალიზს არ გამოუვლენია მტკიცებულება, რომ გაჯეტები ნამდვილად აგზავნიან შემთხვევით საუბრებს მწარმოებლებთან. მაგრამ ექსპერიმენტატორებმა შენიშნეს, რომ ზოგიერთი პროგრამა სმარტფონის ეკრანიდან ვიდეოს იღებს, როცა ის ჩართულ მდგომარეობაშია. ხშირ შემთხვევაში ეს შემჩნეული იყო საკვების მიწოდების სერვის goPuff-ში. როგორც გაირკვა, მისი ავტორები იყენებდნენ ანალიტიკური ფირმა Appsee-ის მომსახურებას, რათა ჩაეწერათ მომხმარებლის აპლიკაციასთან ურიერთქმედება.

კომპანია Appsee აცხადებს რომ, აპლიკაციის მომხარების ჩაწერა არის ერთ-ერთი კრიტიკული აგური ხარისხიანი ანალიტიკისათვის. რომელიც იძლევა საშუალებას ზუსტად დაინახონ რა ხდება მობილურ მოწყობილობებში. მათი თქმით, იწერება ყოველი დაჭერა, სვაიპი და სხვა მოქმედება, რომელიც იძლევა სრულ სურათს.

goPuff-ის თანამშრომლები თავიდან კომენტარზე უარს აცხადებდნენ, მაგრამ როგორც კი გამოძიების შესახებ გაიგეს, კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოაცხადეს. გარდა ამისა, დაუყოვნებლივ წაშალეს Appsee SDK ახალ განახლებაში iOS და Android მოწყობილობებში. კომპანია Appsee-მ დაადანაშაულა goPuff, განცხადებით რომ ისინი არასწორად იყენებდნენ აღნიშნულ ტექნოლოგიას.

ამგვარად, სასურველია მუდამ გვასხოვდეს, რომ შემქნელებს შეუძლიათ მუდამ კურსში იყვნენ თუ რა ქმედებებს ვახოეციელებთ მათი აპლიკაციის მიმართ. უმეტეს შემთხვევაში ეს ინფორმაცია გამოიყენება სერვისის გაუმჯობესებისათვის, თუმცა არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ პირადის ინფორმაციის მესამე პირისათვის გაგზავნის ფაქტი.

წინა სტატიასაქართველოს წარმომადგენელი Awwwards 2018-ის ჟიურის წევრი გახდა
შემდეგი სტატია“ჩართე” სკოლის მოსწავლე ინტერნეტში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი