9 ივლისს, ფაბრიკაში თიბისის ტექნოლოგიური შეხვედრების სერიის პირველი ივენთი გაიმართა, რომელიც თი-ბოტის სიახლეების გაცნობით დაიწყო.

თი-ბოტი ერთი წლისაა და უკვე ბევრი რამ ისწავლა. ღონისძიებაზე შეჯამდა ეს პერიოდი და დამსწრე საზოგადოება მის ახალ ფუნქციონალებს გაეცნო: ხმოვან ბრძანებასა და ინოვაციურ გადარიცხვას – თი ტრანსფერს.

მომხმარებელი საბანკო ოპერაციების შესრულებას, ინფორმაციის მიღებასა და ასევე TKT.GE-დან ბილეთების შეძენას უკვე ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნითაც შეძლებს.

ამისათვის მომხმარებელმა თი ბოტთან ჩათში უნდა დააჭიროს მიკროფონის ნიშანს და ხმოვანი ბრძანების სახით თქვას სასურველი აქტივობა, თი ბოტს ესმის ეს ხმოვანი ბრძანებები და პასუხებს წერილობით რეჟიმში აბრუნებს.

თი ბოტი ქართულ ენაზე მოლაპარაკე პირველი ჩატბოტია, რომელიც მხოლოდ Facebook Messenger-ში არსებობს და მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაიოლებლად არის შექმნილი. მისი დახმარებით შესაძლებელია სრულიად ახალი საბანკო სერვისების ინოვაციური გზით მიღება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here