dazgvevebi.ge არის ადგილი, სადაც მომხმარებელს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს ქართულ სადაზღვევო ბაზარზე არსებული კომპანიებისა და მათი სერვისების შესახებ.
სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ სივრცეში ბევრი ძიების გარეშე, შესაძლებელია შედარების გაკეთება, რომელ კომპანიასთან სჯობს თანამშრომლობა. ძირითად კითხვებზე პასუხი ჩამოყალიბებულია “FAQ” განყოფილებაში.
საიტზე მომხმარებელთა საშუალო რაოდენობა დღეში 200-მდე ადის და ეს მაჩვენებელი საკმაოდ მზარდია.
ვებ-გვერდზე წარმოდგენილია 17-მდე კომპანია, რომლებიც ლიცენზირებული და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ბაზაშია შეყვანილი. ყველა მათგანი სანდოა, რომელსაც ადასტურებს მათი თანამშრომლობა უცხოურ სადაზღვევო კომპანიებთან.
Dazgvevebi.ge წარმოადგენს ერთგვარ შუამავალს სადაზღვევო ბაზარზე არსებულ, ოფიციალურ კომპანიებსა და მომხმარებელს შორის.
საიტზე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მიმდინარე სიახლეებსა და ახალ შეთავაზებებს, რომლებსაც სამომავლოდ კომპანიები გააკეთებენ.
ვებ-გვერდზე შეხვდებით ბლოგსაც, სადაც გაეცნობით საინტერესო სტატიებს დაზღვევის სფეროსთან დაკავშირებით, გაიგებთ სასარგებლო რჩევებსა და მარტივად მიიღებთ გადაწყვეტილებას სადაზღვევო პაკეტის არჩევისას.
საიტი გამორჩეულია იმით, რომ ინოვაციურია მსგავს ჭრილში და ანალოგი არ მოეძებნება ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს კვირის სამუშაო დღეებში შეუძლია კონსულტაცია გაიაროს და დაუსვას კითხვები კვალიფიცირებულ კონსულტანტს.
სამომავლოდ Dazgvevebi.ge აპირებს ითანამშრომლოს, ბაზარზე შემოსულ ახალ კომპანიებთან და მათი მონაცემები დაამატოს საიტზე.
არ არის გამორიცხული ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობასაც.