საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით პირველ, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 59-ე ადგილს იკავებს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს მაჩვენებელი ცხრა კოეფიციენტით გაუმჯობესდა.

ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა. ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების შესაქმნელად.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here