საოპერაციო სისტემებზე Android-სა და iOS-ზე უკვე რამდენიმე წელია არსებობს ფოტორედაქტორი აპლიკაციები კომპანია Adobe-საგან. მაგრამ ყოველი მათგანი შესაძლებლობებით ჩამორჩება Photoshop-ის სამაგიდო ვერსიის შესაძლებლობებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ძალიან მალე სიტუაცია შეიცვლება და მობილურ პლატფორმებზე გამოჩნდება Photoshop_ის სრული ვერსია.
ოქტომბერში კომპანია Adobe გამართვას ყოველწლიურ კონფერენციას, სადაც განაცხადებს 2019 წელს Photoshop_ის მობილური პლატფორმისათვის შექმნის შესახებ. ამ დროისათვის ცნობილია, რომ პროდუქტი დამუშავების პროცესშია მხოლოდ Apple-ის პლანშეტებისათვის.
Adobe-ს ვიც-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი ამზადებენ Photoshop-ს კროსპლატფორმულ ვერსიას ღრუბლოვანი სინქრონიზაციისათვის. ამის საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ სურათზე იმუშაონ კომპიუტერიდან შემდეგ კი მუშაობა განაგრძონ პლანშეტიდან – ან პირიქით.