ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. შესაბამისად ჩნდება დაპროგრამების ახალი ენები, მონაცემთა რთული სტრუქტურების სამართავი საშუალებები და მულტიმედიური მოწყობილობები. ყოველივე ეს ქმნის მაღალი ხარისხისა და ახალ სისტემებთან ადაპტირებული პროგრამული პროდუქტის მყისიერი მიწოდების საჭიროებას, რაც შეუძლებელია შესაბამისი მართვისა და სათანადო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე.

სწორედ ამიტომ, DevOps Georgia-ს ორგანიზებით, 29-30 სექტემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ტექნოლოგიური კონფერენცია – DevOps Con Tbilisi 2018 გაიმართება.

ღონისძიება აერთიანებს DevOps ლიდერებს, სისტემურ ადმინისტრატორებს, ინტეგრატორებს, პროგრამისტებს, არქიტექტორებს და ზოგადად ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან და ნერგავენ.

DevOps Con Tbilisi 2018 კონფერენციაზე გაეცნობით:
DevOps მიდგომების უპირატესობას;
გაზიარებული იქნება დეველოპერების, ოპერატორების და სისტემური ინტეგრატორების ჯგუფის ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობები და საშუალებები;
ასევე განიხილება ე.წ. DataOps, რომელიც პირდაპირ კავშირშია დიდი მონაცემების (Big Data) ტექნოლოგიებთან.

თემატიკა მოიცავს:
• კონტეინერიზაციის ტექნოლოგიები / Container Technologies
• მიკროსერვისები / Microservices
• ავტომატური ტესტირება და აწყობა / CI – Continuous Integration – Test and build automation • ავტომატური მიწოდება / CD – Continuous Delivery
• მონიტორინგი და ანალიტიკა / Monitoring and Analytics
• უსაფრთხოება / Security
• სხვა. მაგ: DataOps, OS, Automation, OS Orchestration და ა.შ.

სპიკერების რეგისტრაცია გრძელდება 30 აგვისტომდე – https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeN-txtPdhe3sDybNUg8CKUnJ0WqvU3nef-u74_9RJhMkPXGg/viewform?usp=send_form

მსმენელების რეგისტრაციის ფორმა -https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdq9MDvfNtKDZamw2ykYGeghtFUHBAv2PxWHmlV1rh57foAVw/viewform

წინა სტატია#FlyGif აეროპორტში განთავსდება
შემდეგი სტატიასაქართველოს უნივერსიტეტი საზაფხულო ICT ბანაკს მოაწყობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი