ყოველწლიურად office academy-ის პარტნიორი კომპანია certiport ამერიკის შეერთებულ შტატებში Microsoft Office/Adobe- პროგრამებში მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს.

თუ ხარ 13-22 წლამდე და გსურს წარმოადგინო შენი ქვეყანა ამ ჩემპიონატზე, მაშინ დარეგისტრირდი ტრენინგზე ან მოემზადე დამოუკიდებლად, გახდი წლის საუკეთესო სერტიფიცირებული და გაემგზავრე სრულიად უფასოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დაუვიწყარი თავგადასავალი და გამოცდილება გელოდება.” – ნათქვამია კომპანიის FB გვერდზე.

მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ აირჩიოთ:

  • დამოუკიდებლად მომზადება და გამოცდაზე გასვლა – 70 ლარი (შედის Gemtrix- მოსამზადებელი ტესტები და საგამოცდო ბილეთი)
  • გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგის გავლა და გამოცდა – 250 ლარი (შედის ტრენინგი, Gmetrix მოსამზადებელი ტესტები, საგამოცდო ბილეთი 1 გადაბარების უფლებით)

Office Academy – ოფის აკადემია არის საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც კომპიუტერული უნარების განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული ბიზნეს საზოგადოების შექმნას ისახავს მიზნად.

რეგისტრაციისთვის

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here