სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების კლუბის 3 წევრი, უნივერსიტეტის საზაფხულო კვლევითი პროგრამის ფარგლებში კალიფორნიაში კვლევის ჩასატარებლად გაემგზავრა.

“აღნიშნული გამოწვევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვექნება წვდომა ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ, თანამედროვე კვლევაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და თუ ჩვენი მუშაობა იქნება წარმატებული, მაშინ ეს წარმატება ცნობილი გახდება საერთაშორისო დონეზე და მეტ შესაძლებლობებს მისცემს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს სტუდენტებს“ – ამბობს კლუბის წევრი დავით სოსელია.

კლუბის წევრებმა, როგორც ახალგაზრდა მკვლევარებმა მანქანური სწავლების დარგში, მაღალი შესაძლებლობები გამოავლინეს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაზე.

კლუბის წევრები ასევე ხელოვნური ინტელექტის AI-Saturday ოფიციალური ელჩები გახდნენ საქართველოში, რაც მათ წვდომას აძლევს წამყვან ონლაინ კურსებზე მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებიდან და პროგრამის ჩატარების შესაძლებლობას საქართველოში.

მიღებული გამოცდილების ფარგლებში კლუბის წევრები კიდევ უფრო საინტერესო პროექტებზე გეგმავენ მუშაობას. სამომავლოდ ახალგაზრდა მეცნიერები გეგმავენ ინოვაციური კვლევის ჩატარებას პრაქტიკული ხელოვნური ინტელექტის კუთხით.

წინა სტატიამსოფლიო ჩემპიონატი Microsoft Office/Adobe-ს პროგრამებში
შემდეგი სტატიასაქართველოს, როგორც განათლების ჰაბის პოპულარიზაცია მოხდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი