საქართველოს ელ-მმართველობის მაჩვენებელი

საქართველოს ელ-მმართველობის მაჩვენებელი 0.69 ქულაა, რითიც ქვეყანა 193 ქვეყანას შორის მე-60 ადგილი უკავია.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველომ სარეიტინგო ქულა 0.08 ერთეულით, ხოლო რეიტინგის პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა.

საქართველოს შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ქვეყნების საშუალო ქულას, რაც ელ-მმართველობის ინდექსის შემთხვევაში 0.77-ს, ხოლო ელ-ჩართულობის ინდექსისთვის 0.81-ს უდრის.

კვლევებს გაერო ატარებს, რომლის მიზანია შეაფასოს ელექტრონული მმართველობის განვითარების გლობალური ტენდენციები და არსებული გამოწვევები.

ელ-მართველობის განვითარების ინდექსის შემუშავებისას მკვლევარები ქვეყნებს სამი მიმართულებით აფასებენ:

ონლაინ სერვისები
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება
ადამიანური კაპიტალი

ელ-ჩართულობის ინდექსი ასახავს ხელისუფლების მზაობას ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ხელი შეუწყოს მმართველობის პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობას. ამ კომპონენტის შეფასებისას, ექსპერტები ითვალისწინებენ შემდეგ სამ გარემოებას:

ელ-ინფორმაცია

ელ-კონსულტაცია

ელ-გადაწყვეტილების მიღება

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *