NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 54% ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს, 10% კვირაში ერთხელ, 1% თვეში ერთხელ, 5% უფრო იშვიათად, 28% არასდროს, ხოლო 1%-მა არ იცის ინტერნეტი რა არის.
აღსანიშნავია, რომ თბილისში ინტერნეტს 81% იყენებს, ხოლო დიდ ქალაქებში – 77%.
ინტერნეტს სოფლის მაცხოვრებლების 41% იყენებს.
NDI-ის კვლევა 23 ივნისი – 8 ივლისის პერიოდში მიმდინრეობდა, მის ფარგლებში 2409 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.