“Innovators Group Georgia” SchoolBook-ის სკოლებში დანერგვას განაგრძობს. ახალი სასწავლო წლიდან სქულბუქის პროგრამული უზრუნველყოფით ისარგებლებენ:

თანამედროვე განათლების აკადემიაში
სკოლა „თამარიონში“
ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდასში“
თბილისის თავისუფალ სკოლაში

დასკვნით ეტაპზეა მოლაპარაკებები რამდენიმე საჯარო სკოლასთან.

“მთავარი სიახლე, რასაც სექტემბრიდან ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ „სქულბუქის“ მობილური აპლიკაცია და სკოლების დაშვების კონტროლის სისტემით უზრუნველყოფაა. ვიზიტორთა მენეჯმენტის სისტემა გარეშე პირების სკოლის ტერიტორიაზე შესვლის პრევენციის საშუალებას იძლევა და იგი მოიცავს: ტურნიკეტსა და ელექტრონულ საშვებს. ერთის მხრივ, მისი საშუალებით, მშობელი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს ინფორმაციას სკოლის ტერიტორიაზე იმყოფება მისი შვილი თუ მის გარეთ, მეორე მხრივ, იგი გამოიყენება თანამშრომელთა მოსწრების აღსარიცხად. ყოველივე ეს კი, თავის მხრივ, უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნისკენ წინგადადგმული ნაბიჯია!” – განაცხადა Navigator-თან საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა გიორგი ლიქოკელმა.

SchoolBook არის სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც ბაზარზე, 2014 წლიდან არსებობს, ერთ სივრცეში უყრის თავს:

ელექტრონულ ჟურნალს
ელექტრონულ საქაღალდეს
ბიბლიოთეკას
კათედრების
გადახდების
კლუბების მოდულებს

აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფით, 30-ზე მეტი კერძო სკოლა და დაახლოებით, 28 000 მომხმარებელი სარგებლობს ქვეყნის მასშტაბით.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here