კომპანია თელასმა ელექტრომობილების თანამედროვე გასამართი სადგური დაამონტაჟა, რომლის მიზანიც თბილისში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციაა.

ელექტრომობილების გასამართი სადგური განთავსებულია კომპანიის სათაო ოფისისშესასვლელთან.

(მისამართზე ვანის ქ.#3)

2018 წლის 10 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე ელექტრომობილების მეპატრონეებს შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ აღნიშნული სადგურის მომსახურებით.

კომპანია „თელასი“ მომავალშიც აპირებს გაუწიოს მხარდაჭერა ისეთ პროექტებს, რომელთამიზანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გარემოს დაცვა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here