თბილისის მერიის ცნობით, ქალაქში ბოთლების ავტომატური მიღების აპარატები წლის ბოლომდე დაიდგმება.

“ბოთლიყლაპია” აპარატები პროექტი – შენი იდეა ქალაქის მერს ფარგლებში ხორციელდება, რომლის ავტორიცაა კუკური ბარამიძე.

“ბოთლიყლაპია” აპარატები უკვე მრავალი წელია გავრცელებული ევროპის ქვეყნებში.

ეს აპარატები 2 უმნიშვნელოვანეს პრობლემას ერთდროულად აგვარებს:

დანაგვიანება – “ბოთლიყლაპია” აპარატებისთვის აუცილებელია პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება, რომელიც პლასტიკის მეორადად გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს სასარგებლოა როგორც ბუნებისთვის, ასევე საქართველოში არსებული სასმელების მწარმოებელი ქარხნებისთვისაც, რადგან მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთიდან პლასტმასის შეძენა და თვითონ ქვეყანაში წარმოებულ ბოთლებს შეიძენენ.
უკუგება – ბოთლის ჩაბარებას შესაბამისი განსაზღვრული მატერიალური უკუგება ექნება.

პირველ ეპატზე აპარატები მხოლოდ პლასტმასის ბოთლებს ჩაიბარებს, თუმცა მოგვიანებით მუშაობა მინის ბოთლების აპარატებზეც დაიწყება.

რაც შეეხება, განთავსების ადგილებს, აპარატები ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ კი, საქართველოს სხვა რეგიონებში დაიდგმება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ივნისში ბოტანიკურ ბაღში დაიწყო მერქნიანი ხე-მცენარეების, ბალახოვნებისა და ყვავილების ეტიკეტირება. ბაღის ისტორიაში, მსგავსი, მასშტაბური ეტიკეტირება პირველია და მისი მიზანი იყო, რომ ტურისტული სეზონს, ბოტანიკური ბაღი განახლებული საინფორმაციო ეტიკეტებით შეხვედროდა.

წინა სტატიასუპერ მძლავრი ფლაგმანის Galaxy Note 9-ის წინასწარ შეკვეთები დაიწყო
შემდეგი სტატიაბათუმის ბოტანიკურ ბაღში WIFI იქნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი