15 აგვისტოდან ახალციხის, ყვარლისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ, ადგილზე მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია რეგიონში მოქმედი ტურისტული ობიექტების ინტერნეტში განთავსებისა და ონლაინ მართვის მიმართულებით.

კონსულტაციები განკუთვნილია ბიზნეს სუბიექტებისთვის, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ.

დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა საკუთარი ობიექტის ინტერნეტ სივრცეში განთავსება, კონტენტის შექმნა და მართვა. შედეგად კი გაიზრდება მომსახურების ხარისხი და შემოსავალი.

კონსულტაციები ერთ თვეს გაგრძელდება.

მისამართი:

ახალციხე -საკრებულოს შენობა, შალვა ახალციხელის ქ. #2

ყვარელი – საკრებულოს შენობა, კუდიგორის ქ. #1

ზუგდიდი – ზუგდიდის ტექნოპარკი, ლაღიძის ქ. #2

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here