ონლაინ-ტექნიკის მაღაზია Megamall.ge პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად სპეციალურ პროდუქტს – „Megamall.ge -სტარტაპერისთვის“ ქმნის.

ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები ნებისმიერი ტიპის ტექნიკის შეძენას საქართველოში ყველაზე დაბალ, თითქმის საბითუმო ფასად შეძლებენ.

პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია როგორც ვებგვერდის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად, ისე თბილისსა და ზუგდიდში მდებარე მაღაზიებში.

სტარტაპერები მეგამოლის პროდუქციის შეძენისას კიდევ ერთი უპირატესობით ისარგებლებენ. მათ სპეციალურად გამოყოფილი მენეჯერი მოემსახურებათ, დისტანციურად გაივლიან კონსულტაციას და ტექნიკას მათთვის სასურველ ადგილზე, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე მიიღებენ.

„Megamall.ge-სტარტაპერისთვის“ შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სტარტაპერის  ვებგვერდზე, ასევე „მეგამოლის“ ცხელ ხაზზე: 032 2 49 77 77.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here