Georgian Bar Exam არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც იურისტებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის ონლაინ მომზადებას სთავაზობს.

საიტზე რეგისტრაცია სექტემბრიდან დაიწყება, სადაც თავს მოიყრის 3000-მდე სავარჯიშო ტესტი ერთ სივრცეში.

“ხაზგასასმელია, ტესტების ავტორები. ვფიქრობთ, მთავარი ფაქტორი რომელიც ნდობას გაუჩენს მომხარებელს ჩვენი საიტის მიმართ სწორედ მათი რეპუტაციაა იურიდიულ სფეროში. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ მათგანს ადვოკატთა ასოციაციის ექსპერტობის გამოცდილება აქვს საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის ტესტური დავალებების შედგენაში. შესაბამისად, მომავალ ადვოკატებს ეძლევათ მინიმუმ იმის გარანტია რომ ჩვენს საიტზე არსებული ტესტები ფორმით შინაარსით და აზრით მაქსიმალურად მიახლოებული იქნება საგამოცდი ტესტურ დავალებებთან რაც მათი გამოცდაზე წარმატებისთვის ფუნდამენტალურია“ – აღნიშნავენ კომპანიაში.


დღესდღეისობით არსებული ფიზიკური სასწავლო ცენტრებისგან განსხვავებით, სერვისი ორჯერ იაფი ღირს და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან.

სავარჯიშო ტესტების გარდა პაკეტში შედის:
• სწორი პასუხის ახსნა
• იმიტირებული გამოცდები
• პროგრესი
• სტატისტიკა

მომავალში ონლაინ პლატფორმას ვიდეო ლექციები დაემატება და წერილობითი ახსნის გარდა მომხმარებელმა მიიღოს ვერბალური განმარტება ამა თუ იმ საკითხზე.

საიტი სატესტო რეჟიმშია და სექტემბრიდან ეყოლება მომხმარებლები, ამჟამად გადის შესამოწმებელ ეტაპს.

gbe.ge – მომხმარებელს ელის უკვე სექტემბრის დასაწყისიდან. წინ ბევრი გეგმა და სიახლე გვაქვს, ამიტომ ყველა მსურველს ვურჩევდით თვალყური ადევნოს ჩვენი ფეისბუქის გვერდს და გაეცნოს სიახლეებს.“ – განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა Navigator-თან საუბრისას.

წინა სტატიაინოვაცია თბილისისათვის
შემდეგი სტატიაHonor 8X Max-ის შესაძლებლობები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი