14-16 სექტემბერს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, ელექტრონული გადახდების მიმართულებით, პირველი ფინტექ ჰაკათონი გაიმართება.

ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა მოიფიქრონ, რა პრობლემებსა და დაბრკოლებებს აწყდება მომხმარებელი გადახდის პროცესში და შეიმუშავონ იდეები, რომლებიც ამ პროცესის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.



სპეციალურად ჰაკათონისთვის, საქართველოს ბანკმა შექმნა API სენდბოქსი, რომელიც მოიცავს იმ სერვისებს, რომლებიც მონაწილეებს გადახდებზე ორიენტირებული პროექტების პროტოტიპების შექმნაში დაეხმარება.



პრიზები:
ადგილი – 10,000 ლარი
ადგილი – 3,000 ლარი
ადგილი – 1000 ლარი


ჰაკათონი არის გუნდური კონკურსი, თუმცა რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც სურთ რომ გუნდის წევრები იპოვონ ღონისძიებისფარგლებში.

გუნდის წევრთა მინიმალური რაოდენობაა – 2, ხოლო მაქსიმალური -5.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 12 სექტემბერი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here