ინტერნეტი ღია ინფრასტრუქტურის სახით შეიქმნა, მაგრამ დროთა განმავლობაში კომპანიებისა და მთავრობების განუყოფელი ნაწილი გახდა. ერთ ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ინტერნეტის გარშემო პირადი მონაცემების დაცვაა. Google Chrome არა მხოლოდ გვაფრთხილებს იმ სატების შესახებ, რომლებსაც არ აქვთ HTTPS პროტოკოლი, არამედ მათ საძიებო რეიტინგშიც დაბლა წევს. DNS პროტოკოლსაც აქვს HTTP-ს მსგავსი სისუსტე, რომელის გამოსწორებასაც DNS – TLS-ის გავლით გამოასწორებს. როგორც Chromium-ის წყარო კოდის რეპოზიტორიაში დამატებულმა კოდმა ცხადყო კომპანია ბრაუზერის მომავალ ვერსიებში DNS-TLS-ის მხარდაჭერას დაამატებს.
HTTP პროტოკოლის მსგავსად DNS მოთხოვნების მოსმენა ძალიან მარტივია, რადგანაც როცა თქვენ ბრაუზერში აკრიფავთ მაგ. navigator.ge თქვენი ბრაუზერი დაუკავშირდება DNS სერვერს საიდანაც მიიღებს IP მისამართს, რომელზეც ეს საიტია განთავსებული.
1980-იან წლებში, როცა DNS პროტოკოლი შეიქმნა მათ პირადი მონაცემების დაცვაზე არ უფიქრიათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Internet Engineering Task Force მუშაობდა ახალ პროტოკოლზე, რომელიც ახლა უკვე ცნობილია DNS over TLS-ის სახელით. რა თქმა უნდა ყველა DNS პროვაიდერს მისი მხარდაჭერა არა აქვს, მაგრამ ამს საქმეში ერთ-ერთი პიონერი Cloud Flare აღმოჩნდა.
როგორც ხედავთ Chrome ძალიან მალე მიიღებს DNS over TLS-ის მხარდაჭერას და სხვა ბრაუზერებიც და საოპერაციო სისტემებიც დროთა განმავლობაში გადავლენ დომენური სახელების სისტემის უფრო დაცულ ვერსიაზე.