თიბისი ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის სამ ეტაპიანი კონკურსის ფინალზე 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

საჯარო პრეზენტაციაზე, ჟიურის წინაშე 6-მა გუნდმა სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის პროტოტიპი წარადგინა, რომლებიც მომავალში ბიზნესების ყოველდღიური პროცესების გამარტივებასა და ავტომატიზებას შეუწყობს ხელს.

1-ლი ადგილი:
გუნდი – SystemJet
პროდუქტი – SystemJet
პრიზი – 30 000 ლარი

2-ე ადგილი:
გუნდი – VOBI
პროდუქტი – InvoiceWave
პრიზი – 15 000 ლარი

3-ე ადგილი:
გუნდი – CONTRACTS.GE
პროდუქტი – CONTRACTS.GE
პრიზი – 15 000 ლარი

კონკურსის მონაწილე ყველა დასრულებული პროდუქტი თიბისის ახალ ონლაინ-პლატფორმაზე – Businesstool.ge-ზე განთავსდება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here