კომპანია UniPAY-მ ქართულ ბაზარზე QR (Quick Response) გადახდები დანერგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს აღარ მოუწევთ საბანკო ბარათების ტერმინალებში გატარება.

UniPAY|QR ქსელში უკვე ჩაეშვა და მალე ქართველ მომხმარებლებს უფრო და უფრო მეტ ობიექტზე მიეცემათ ამ მეთოდით გადახდის საშუალება.

კომპანია UniPAY 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებლებს უსაფრთხო და დაცულ ელექტრონულ საფულეს სთავაზობს. ელექტრონული საფულისა და საფულე-აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს გადასახადები, ისარგებლოს უამრავი ონლაინ მაღაზიით, შეასრულოს საბანკო გადარიცხვები და ჰქონდეს წვდომა იმ გლობალურ პროდუქტებზე, რომლებიც ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად სხვა გზებით მიუწვდომელია (Spotify, XBOX, PlayStation, iTunes და ა.შ.).

წინა სტატიაOculus Quest – ახალი VR გარნიტურა, რომელსაც კომპიუტერი არ ჭირდება
შემდეგი სტატიაFacebook-ის უსაფრთხოების პრობლემამ 50 მილიონამდე მომხმარებლის ანგარიშს შეუქმნა საფრთხე

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი