კომპანია Google-მა სმარტფონი Pixel 3, “ჭკვიანი დინამიკი ეკრანი Home Hub და Pixel Slate პლანშეტი წარმოადგინა. ღონისძიების ტრანსლაცია Made by Google-ის YouTube არხზე ლაივში ტრანსლირდებოდა. ანონსების უმრავლესობა თითქმის ცნობილი იყო პუბლიკისთვის გამოჟონილი ინფორმაციის წყალობით.

Pixel და Pixel 3 XL სმარტფონები

Pixel 3-ს აქვს 5,5 დიუმიანი ეკრანი, უფრო დიდი Pixel 3 XL 6,3 დიუმიანი ეკრანით და ჩაჭრითაა ზედა ნაპიზე. დანარჩენი მონაცემები ორივე სმარტფონისთვის იდენტურია: Snapdragon 575, 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 64 ან 128 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსიერება, 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და ორმაგი 8 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელთაგან ერთ-ერთს ფართო კუთხის ლინზა აქვს. კორპუსის უკანა მხარე შუშისაა, რაც სმარტფონს უკაბელოდ დამუხტვის საშუალებას აძლევს.

სმარტფონი ხელმისაწვდომია სამ ფერში: “უბრალოდ შავი”, “სუფთა თეთრი” და “არა ვარდისფერი”

ახალი ფუნქცია Top Shot რამდენიმე კადრს იღებს და ირჩევს საუკეთსო ვარიანტს მანქანური დასწავლის ალგორითმების საშუალებით. მომხმარებეს ასევე შეუძლია თავისით აირჩიოს საურველი ფოტო შენახული კადრებიდან.

https://youtu.be/vKSA_idPZkc

Google-მა Night Sight ფუნქციონალიც აჩვენა, რომელიც მანქანური დასწავლის ალგორითმის გამოყენებით აუმჯობესებს სურათებს, რომლებიც ცუდი განათების პირობებშია გადაღებული. ფუნქცია Super Zoom გააუმჯობესებს ფოტოგრაფიებს, რომლებიც კადრის მოახლოებით (Zoom) არის გადაღებული.

ახალი AR-სტიკერები ახლა უკვე რეაგირებენ მომხამრებლის მოქმედებებზე. ისინი Playground პროექტის ნაწილი გახდა, რომელშიც ახალი პერსონაჟი: მომღერალი ჩაილდიშ გამბინო დაემატება.

Pixel 3 და შემდგომი მოწყობილობები შეძლებენ უპასუხონ ზარებს თქვენს მაგივრად. სისტემა გაშიფრავს მას ვინც რეკავს და შესთავაზებს მომხმარებელს საუბრის გაგრძელების ვარიანტებს.

Pixel 3-ის ფასი 799 დოლარიდან ხოლო Pixel XL-ის 899 დოლარიდან იწყება. უსადენო დასამუხტი სადგური Pixel Stand – 79 დოლარი იქნება. გაყიდვაში მოწყობილობები 17 ოქტომბრიდან შემოვა. არ არის ცნობილი შემოვა თუ არა Pixel 3/XL საქართველოში ოფიციალურად, თუმცა ამის შანსი დიდი ალბათობით არ არის.

Pixel Slate პლანშეტი

Pixel Slate – Chrome OS-ზე დაფუძნებული პლანშეტია, რომელსაც 293 ppi-ს მქონე ეკრანი აქვს. პლანშეტს ორი წინა დინამიკი აქს და 8 მეგაპიქსელიანი კამერები, რომლებიც ორივე მხარესაა განთავსებული. ჩართვის ღილაკში განთავსებულია თითის ანაბეჭდების სკანერი, რომელიც მოწყობილობას სწრაფად განბლოკავს.

Slate-ის ქეისში არის კლავიატურა განათებით და ჩუმი მრგვალი ღილაკებით, რომელიც ეკრანის სადგამადაც გამოდგება. Chrome OS-ის რედიზაინი ოპტიმიზებულია მუშაობისთვის როგორც სამაგიდო ასევე პლანშეტური რეჟიმისათვის.

Pixel Slate – 599 დოლარი ეღირება, ქეისი კლავიატურით 199 დოლარი და სტილუსი – 99 დოლარად.

Google Home Hub

Home Hub-ს შეუძლია ფოტოების, რუკების და კალენდარის ჩვენება. მისი საშუალებით შეგიძლიათ მართოთ ჭკვიანი სახლის მოწყობილობები, როგორიცაა Nest-ის ჭკვიანი ჭიშკრის კამერა ან თერმოსტატი. პრეზენტაციაზე აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება მისი საშუალებით ავანთოთ და ჩავაქროთ შუქები. ეკრანზე შეიძლება Youtube-ის და Youtube TV სატელევიზიო არხების ყურება.

Home Hub ხელმისაწვდომია ოთხ ფერში. მყიველები მოწყობილობასთან Youtube Premium-is 6 თვიან ხელმოწერას მიიღბენ საჩუქრად.

მოწყობილობის ფასი 149 დოლარი იქნება, რაც 80 დოლარით იაფია კონკურენტ Echo Show-ზე Amazon-ისგან. წინასწარი შეკვეთები 9 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

მათ ვინც ვერ ან არ გინახავთ პრეზენტაცია შეგიძლიათ ნახოთ სრული ჩანაწერი:












წინა სტატიაSpace – პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში
შემდეგი სტატიაGoogle-მა ახალი თაობის Chromecast წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი