Photoshop – iPad-ისთვის 2019 წელს გამოვა, ხოლო Premiere Rush უკვე ხელმისაწვდომია Windows, macOS და iOS პლატფორმებზე.

კომპანია Adobe-მა წარმოადგინა სრულყოფილი აპლიკაცია Photoshop CC – iPad-ისთვის და ის 2019 წელს გამოვა.

ფოტორედაქტორი iPad-ზე თითქმის სრულ ფუნქციონალს მიიღებს და მინიმალურად იქნება განსხვავებული სამაგიდო ვერსიისგან. რა თქმა უნდა შეძლებს PSD ფაილებთან მუშაობას, შრიფტებს, ფინჯებს, ფენებს, მასკებს, ფერებს და Adobe Stock-თან იმუშავებს. მომხმარებლები შეძლებენ დაიწყონ მუშაობა კომპიუტერზე და განაგრძონ პლანშეტზე, ასევე გადაიტანონ ნამუშევრები Adobe Illustrator-იდან Photoshop-ში Creative Cloud-ის ავტომატური სინქრონიზაციის საშუალებით.

Photoshop-თან ერთად კომპანიამ iPad-ზე Gemini წარმოადგინა, რომელიც მხატვრებისთვისაა განკუთვნილია და მისი საშუალებით ისინი ელექტრონულ ტილოზე შეძლებენ ხატვას Photoshop-ის ტრადიციული ინსტრუმენტების საშუალებით. აპლიკაცია ხელმისაწვდომი 2019 წელს გახდება.

Adobe-მ ასევე წარმოადგინა ვიდეორედაქტორი Premiere Rush CC, რომელიც 2018 წელის ივნისში დაანონსდა. მისი საშუალებით შესაძლებელია YouTube-ზე ასატვირთი ვიდეოს რედაქტირება და დამუშავება.

სერვისი გაამარტივებს და დააჩარებს ვიდეოს რეადქტირებას სმარტფონებზე და პლანშეტებზე. კომპანია მას “ყველაფერი ერთში” რედაქტორს უწოდებს. მისი საშუალებით შეიძლება ვიდეო ფაილების რედაქტირება (ამოჭრა და ფრაგმენტების გადანაცვლება) ფერების კორექტირება, ვიზუალური და აუდიო ეფექტების დადება.

სინქრონიზაცია საშუალებას მოგცემთ ერთი მოწყობილობიდან მეორეზე გადახვიდეთ და განაგრძოთ მუშაობა. ჯერ-ჯერობით Premiere Rush ხელმისაწვდომია სამაგიდო და პორტატულ კომპიუტრებზე Windows და macOS პლატფორმებისთვის და iOS მოწყობილობებზე. Android პლატფორმაზე ის 2019 წელს გამოვა.

Premiere Rush-ის უფასო ვერსიაში შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობის პროექტების დამუშავება და მხოლოდ სამის ექსპორტი, ხოლო ღრუბლოვანი სივრცე 2 გიგაბაიტით იზღუდება. ულიმიტო ვერსია 10 დოლარი ეღირება თვეში, თუმცა თუ მომხმარებელს უკვე აქვს Premiere Pro CC-ზე ხელმოწერა ან აქვს ყველა აპლიკაცია ნაყიდი მისთვის ეს სერვისი უფასო იქნება.


წინა სტატიასაქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიაბათუმი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი