ნიკოლოზ (ნიკი) ბრეგვაძე 18 წლის ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდაა. უკვე ერთი წელია ნიკიმ საყვარელი საქმიანობა ბინზესად აქცია და როგორც სტარტაპერმა ინოვაციური პროექტი შესთავაზა მოსწავლეებს და მასწავლებლებს.
ნიკოლოზმა ვებდეველოპერობა და პროგრამისტობა ჯერ კიდევ მცირე ასაკიდან დაიწყო. გასულ წელს კი, როდესაც ჯერ კიდევ აბიტურიენტი იყო და მომავალ გეგმებზე მუშაობდა, გადაწყვიტა შეექმნა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტი – “ინდივედუ”.
Indivedu.ge გახლავთ ინოვაციური პორტალი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს, ინტერესებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა საგნის რეპეტიტორებთან ონლაინ რეჟიმში აკავშირებს. ვებ პლატფორმა მოსწავლესა და რეპეტიტორს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მარტივი ფორმებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია და გაიიოლონ სამუშაო პროცესი.
პროექტზე მუშაობისას აბიტურიენტმა გაითვალისწინა რეპეტიტორების ინდუსტრიაში არსებული პრობლემები და ის, რომ სწავლის პროცესის ელექტრონიზაცია ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა. ახალი პრორტალი საკანცელარიო, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებს კვეცავს და ახლებურ ტექნოლოგიებს სთავაზობს, როგორცაა დიაგნოსტიკური ტესტები და ელექტრონული წიგნები.
ახალგაზარდა ინოვატორმა იდეის და პროექტის სრულყოფის მიზნით გადაწყვიტა პროექტ Yes-Georgia-ში ჩართულიყო, სადაც ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის სტუდენტი გახდა. მიღებული ცოდნით კიდევ უფრო სრულყო იდეა, მიიღო დაფინანსება პროექტის ფარგლებში და პროექტიც სისრულეში მოიყვანა.
ამ ეტაპზე ვებდეველოპერის ინოვაციური პროექტი უკვე საჯაროა და სკოლის მოსწავლეებსა და რეპეტიტორებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სრულიად ახალი სერვისით, რომელიც თავის მხრივ უნიკალური მიგნებაა გაუიოლოს ორივე მხარეს ცოდნის გაზიარებისა და ინორმაციის მიღების პროცესი.
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (Yes-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, სს მისო „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შეუერთდა ‘’ჯუნიორ ეჩივმენტი’’ (Junior Achievement in Georgia). პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).