Touch Digital Summit მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში მესამედ ჩატარდება.

Touch Digital Summit-ის მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

კონფერენციას Google-ის, airbnb-ის, ლეგოს ექსპერტები და წარმომადგენლები დაესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად მოეწყობა Touch Challenge, სადაც სტარტაპებსა და პოტენციურ ინვესტორებს ერთმანეთთან გასაუბრების შეაძლებლობა ექნებათ.

Touch Digital Summit ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ამ სფეროს მრავალ, საინტერესო მიმართულებაზე მუშავე ორგანიზაცებს აერთიანებს. პროექტი ყოველწლიურად მეტ საერთაშორისო დონის სპიკერს მასპინძლობს, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

Touch Digital Summit-ზე წარმოდგენილი იქნება თემატური პრეზენტაციები და მასტერკლასები, რომლებიც დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებს მოიცავს: მონაცემების ანალიზი, მოგზაურობა, თანამედროვე ციფრული ტენდენციები, მომავლის ტექნოლოგიები, მარკეტინგული სტრატეგიები და ა.შ.

გასულ წლებში ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ National Geographic-ის, Google-ის, youtube-ის და impact hub Vienna-ს წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებებით.

“ყოველწლიურად ვცდილობთ, მაქსიმალურად საინტერესო და გამოცდილი სპიკერები ჩამოვიყვანოთ დიდი კომპანიებიდან, რომლებიც ბიზნეს განვითარების მიმართულებით მუშაობენ და აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება დიჯითალში. ქვეყანა ვითარდება და საჭიროებს მაღალ ინტელექტუალურ რესურს, რომელმაც ამ ქვეყნის აღმშენებლობისთვის თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ეკონომიკურ განვითარებაში, რაც სწორად განვითარებულ ადამიანურ რესურსს მოითხოვს. ჩვენი სურვილი და მიზანია, დიჯითალში მოღვაწე ადამინები გავაერთიანოთ ერთ საერთო სივრცეში და მივცეთ მათ ერთმანეთის ცოდნისა და კომუნიკაციის საშუალება. პირველად საქართველოში ჩამოდის airbnb-ის წარმომადგენელი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ონლაინ მაღაზიის დიზაინერი. Google-ის სტარტაპ ბიზნესის განვითარების ექსპერტი და Google Cloud-ის გუნდის წარმომადგენელი , ასევე სხვა დიდი კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები, რომლებიც გაუზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ქართული კომპანიების წარმომადგენლებს. საინტერესო სპიკერებით, თემებითა და ლაივ პერფორმანსებით Touch • Digital Summit გელოდებათ 24 ნოემბერს, კლუბ KHIDI 中 -ში.” – განაცხადა ბექა ქვარცხავამ.

წლევანდელ ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერები შემდეგი კომპანიებიდან არიან:

  • Google
  • Airbnb
  • Lego
  • Google Cloud
  • Farfetch
  • Georgian National Tourism Administration
  • Red bull

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Touchdigital.ge-ს.

წინა სტატიაXiaomi-მ ყველაზე ბიუჯეტური ლეპტოპი წარმოადგინა
შემდეგი სტატიაSamsung-მა დასაკეცი სმარტფონი წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი