ბოროტმოქმედებმა მიიღეს წვდომა სახელებზე, ელ-ფოსტის მისამართებზე და დაშიფრულ პაროლებზე.

სერვისის ადმინისტრაციის ცნობით ჰაკერებმა 100 მილიონამდე მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მოიპარეს:

  • სახელები და ელ-ფოსტის ისამართები, პროფილის მონაცემები, კონტაქტები და ინტერესები
  • პაროლები დაშიფრული სახით
  • საჯარო მოქმედებები და კონტენტი, მათ შორის კითხვები და პასუხები, გამოკითხვები და კომენტარები
  • არასაჯარო კონტენტი, მათ შორის პირადი შეტყობინებები

კომპანიაშ აღნიშნეს, რომ ისინი არ ინახავენ ისეთ მონაცემებს, როგორიცაა საბანკო მანაცემები და საკრედიტო ბარათები. შეტევა არ შეეხო ანონიმური მომხმარებლების შეკითხვებსა და პაროლებს, რადგანაც Quora მათ იდენტიფიკატორებს არ ინახავს.

Quora შეატყობინებს დაზარალებულ მომხმარებლებს ელ-ფოსტის საშუალებით და გაანულებს მათ პაროლებს. თუ მომხმარებელი იგივე პაროლებს სხვა საიტებზეც იყენებს თხოვს, რომ დაუყოვნებლივ შეცვალონ ისინი.

Quora-ს გუნდმა არასანქცირებული წვოდმა თავის სისტემებზე 30 ნოემბერს შეამჩნია და დაუყვონებლივ დაიწყო შიდა გამოძიება და საქმის კურსში ჩააყენა სამართალდამცავი ორგანოები. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ დგას ამ შეტევის უკან.


პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here