ზოგი აპლიკაციით სახლში შეკვეთილი ნივთები მოაქვთ, ზოგი აპლიკაციით რჩევებს გაძლევენ სრულიად უცხო ადამიანები, ზოგი აპლიკაცია სასურველი პარტნიორის პოვნაში გვეხმარება. 

დღეს კი უკვე არსებობს მოხალისეობრივი პლატფორმა, რომელიც შეგიძლიათ მხედველობა დაქვეითებულ / უსინათლო ადამიანს დახმარება მარტივად გაუწიოთ.

Be My Eyes აპლიკაციის მეშვეობით, მოხალისეები იღებენ ვიდეო ზარებს, ან შეტყობინებებს, როდესაც მხედველობა დაქვეითებულ ადამიანს მცირედი დახმარება ესაჭიროება. ეს შეიძლება იყოს ქუჩაში რომელიმე ნიშანის გარკვევა, ან სულაც რძის, ან სხვა ნებისმიერი პროდუქტის ვარგისიანობის თარიღის ნახვა. 

აპლიკაციის შემქმნელ ჰანს ვიბერგს, რომელიც თავადაც მხედველობა დაქვეითებულია, იდეა პირველად 2012 წელს მოუვიდა, სამი წლის შემდეგ კი მის განხორციელებას შეუდგა. 

დღეს Be My Eyes 103,692 უსინათლო და 1,786,051 მოხალისე იყენებს. 

წინა სტატიათქვენი გასული წლის მუსიკალური შედეგები Spotify-ზე
შემდეგი სტატიაპროფესიონალური ფოტოაპარატით გადაღებული სურათები Samsung-ის რეკლამირებისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი