საქართველოდან 10 მოსწავლე საგანმანათლებლო სასწავლო ვიზიტით პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში იმყოფებოდა.

საბუნებისმეტყველო საგნებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე გამარჯვებული მოსწავლეები ვარშავის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის გენეტიკისა და ბიოქიმიის ინტიტუტს, პრუშკოვის ტომაშ ზანის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა და სამგანზომლებიანი ჩვენების პროექტრით აღჭურვილ პლანეტარიუმს ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები თანამედროვე კვლევებს, ექსპერიმენტებსა და სასწავლო გარემოს გაეცნენ.

პოლონეთში ვიზიტი საქართველოს ელჩ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრით დასრულდა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here