სულ მალე ბაზარს ციფრული სავაჭრო პლატფორმა Vendoo შეემატება. აღნიშნული პლატფორმა მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, Amazon.com-ის მსგავსად, სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს მისთვის საინტერესო პროდუქცია.

Vendoo-ს თიბისი ჯგუფი ონლაინ მაღაზია Swoop-ის ბაზაზე ქმნის, რომლის 100%-იანი წილიც უკვე შესყიდული აქვთ.

Vendoo მომხმარებლებს შესთავაზებს პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, მოსახერხებელ მომსახურებას, შეძენილი პროდუქციის მიტანა-დაბრუნებას და განვადებას.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here